
რუსეთიდან დეპორტირებული და საქართველოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეები, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ტერიტორიული გაწვევისა და სოციალური დახმარების ცენტრში გადაიყვანეს. ამის შესახებ ერთ-ერთმა დაბრუნებულმა უკრაინელმა „ნოვაია გაზეტა ევროპას“ განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინელების ჯგუფის საქართველოდან მოლდოვაში თვითმფრინავით ევაკუირება განხორციელდა, საიდანაც ავტობუსით უკრაინაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, ყველა აღნიშნულ ცენტრში გაგზავნეს.
გამოცემის წყარო ირწმუნება, რომ მათ სახლში წასვლის უფლება არ მისცეს და დაუყოვნებლივ გაგზავნეს კრივოი როგის გაწვევის ცენტრში, რის შემდეგაც - დნეპრში სამედიცინო შემოწმებაზე. ნათესავებს მათი ნახვის უფლება არ აქვთ.
წყაროს თქმით, ექიმების უმეტესობამ ისინი სამსახურისთვის ვარგისად მიიჩნია, თუმცა მას მხედველობის სერიოზული პრობლემები აქვთ.
საუბარია რუსეთიდან სასჯელის მოხდის შემდეგ დეპორტირებულ ყოფილ პატიმრებზე. ისინი საქართველოს საზღვარზე გადაიყვანეს, მაგრამ საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მესაზღვრეებმა ქვეყანაში შესვლაზე უარი თქვეს. ივლის-აგვისტოში დარიალის საკონტროლო პუნქტზე დაახლოებით 100 უკრაინელი იმყოფებოდა. ისინი ბუფერული ზონის სარდაფში ცხოვრობდნენ, საპროტესტო აქციებს მართავდნენ და შიმშილობას აცხადებდნენ.
0
0