
საქართველოს არ დაუწესებია საკუთარი სანქციები, თუმცა საქართველო ზრუნავს, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული ევროკავშიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის სანქციების გვერდის ავლისთვის, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
როგორც პეტერ ფიშერმა აღნიშნა, სანქციები არის გზა, ნახოს რუსეთმა, რომ უკანონო აგრესიული ქმედებებს მოჰყვება საფასური.
„ჩვენ ამასთან დაკავშირებით დარწმუნებულები ვართ. თუმცა ყოველდღიურად ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან როდესაც აწესებს სანქციებს, ყოველთვის იქნება ვინმე, ვინც მათი გვერდის ავლას ეცდება. ამიტომ ჩვენ ყოველდღიურად უნდა შევისწავლოთ ეს საკითხი. სანქციები არის გზა, ვაჩვნოთ რუსეთს, რომ უკანონო აგრესიული ქმედებებს მოჰყვება საფასური. ჩვენ გვსურს, რუსეთმა გააცნობიეროს, რომ უნდა შეწყვტოს ურიანაში უკანონო აგრესიული ინტერვენცია, რუსეთი თუ შეწყვეტს ამას, ჩვენ არ გვჭირდება სანქციები“, – აღნიშნა ელჩმა.
0
0
საქართველოს პრეზიდენტმა 37 პირი შეიწყალა
21/06/2025