18/09/2024
09:27
სპორტი
უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება.
ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, საქართველოს გულშემატკივრისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 18 სექტემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება.
„ბილეთის ფასი 32 ლარი (45 პოლონური ზლოტი) იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეულმა მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პასპორტის ნომერი/პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია (მობილურის ნომერი და ელფოსტა). თქვენს მიერ განკუთვნილ ბილეთს მატჩის დაწყებამდე 3 დღით ადრე მითითებული ელფოსტის საშუალებით მიიღებთ.“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც ეროვნული ნაკრების Facebook-გვერდზე ვრცელდება.
0
0