30/05/2023
16:32
პოლიტიკა
[2008 წელს] საქართველო თუ მიიღებდა [ნატოს] წევრობას, ჩვენ ავცდებოდით იმ დიდ უბედურებას, რასაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ჰქვია. მარტივი პასუხია, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, პარტნიორების მხრიდან სწრაფი და ობიექტური გადაწყვეტილებები ევროპასა და რეგიონში უსაფრთხოების, განვითარებისა და სტაბილურობის გარანტიაა.
„ამიტომ ვამბობ, რომ სწრაფი და ობიექტური გადაწყვეტილებები არა მხოლოდ საქართველოს ინტერესშია, არამედ ევროპისა და რეგიონის უსაფრთხოების ინტერესშია. თუ მიიღება სწრაფი და ობიექტური გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს მეტ გარანტიას საქართველოსთვის და მეტ გარანტიას ევროპასა და რეგიონში უსაფრთხოებისთვის, განვითარებისთვისა და სტაბილურობისთვის“, - განაცხადა მდინარაძემ.
0
0