
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ საქართველოს უწოდა „თანამედროვე, ახალგაზრდა, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც გადის ჩამოყალიბების არც თუ ისე მარტივ ისტორიას“. აფხაზ საერთაშორისო სპეციალისტთან ედგარ გვაზავასთან ინტერვიუში მან კომენტარი გააკეთა თბილისში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.
ზახაროვას თქმით, დასავლეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონს „მისი ექსკლუზიური ინტერესების ზონად“ მიიჩნევს.
"მაგრამ ამავდროულად, თუ ვსაუბრობთ ხალხზე, თუ ვსაუბრობთ საზოგადოებაზე, მაშინ ეს არის ხალხი უზარმაზარი, გრძელი, ძალიან საინტერესო, მდიდარი და მოვლენებით სავსე ისტორიით, რომელმაც ჩამოაყალიბა მისი კულტურა არა გასული ათწლეულების განმავლობაში. ის ასობით და ათასობით წლისაა, მაგრამ ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ბევრისთვის დასავლეთში არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენს და აზრი არ აქვს, ჩვენგან განსხვავებით“, - განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, საქართველო „აშენებს თავის სახელმწიფოებრიობას უკვე ახალი ისტორიული რეალობის საფუძველზე“.
ზახაროვა მიუღებლად მიიჩნევს „არა მხოლოდ ჩარევის, არამედ სიტუაციის შიგნიდან მოდელირების უხეშ მცდელობებს“ „ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ე.წ. საზოგადო მოღვაწეების“ მეშვეობით.
„როგორც გესმით, დასავლეთი ნაკლებად ფიქრობს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის კეთილდღეობაზე“ - აღნიშნა მან.
ზახაროვა ამბობს, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო, „ბევრი უკვე იწყებს სიტუაციის ამ რყევებისტვის წინააღმდეგობის გაწევას“, „ბევრს უკვე აქვს გარკვეული იმუნიტეტი ასეთი ფერადი რევოლუციებისგან“.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
09/05/2025
მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ
08/05/2025