
ევროკომისია, ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსს ავრცელებს. საქართველომ, შეფასების 10-ბალიანი სისტემით, 6.63 მიიღო, მსოფლიოში 36 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.
სასამართლოს დამოუკიდებლობით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 16 სახელმწიფოს: პორტუგალიას, იტალიას, საბერძნეთს, ლატვიას, სლოვენიას, მალტას, ესპანეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, უნგრეთს, პოლონეთს, ხორვატიას, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევების ცენტრი აწარმოებს. ცენტრის გამოკვლევით, საქართველოს სახელმწიფო სექტორი, კეთილსინდისიერბის რეიტინგით, მსოფლიოში 29-ე ადგილზეა, ხოლო გამჭვირვალობის ინდექსით - 19-ე პოზიციაზე.
0
0