
ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები შემოდიან, ძირძველი მოსახლეობა საქართველოდან გადის - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
„მართლა მაინტერესებს, გაიკრიფა ხალხი, წარმოუდგენელი ციფრია ემიგრაციაში წამსვლელთა, ტრაგიკულად საგანგაშო, აქ შემოსული, ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსული მოქალაქეები ყიდულობენ მიწებს, სახლებს, ხსნიან სალონებს, ბათუმში თუ თბილისში თუ სხვაგან ყველა კუთხე-კუნჭულში… კაფეებს, რესტორნებს, ზოგს პირად საკუთრებაში , ზოგს 50 წლით იღწბენ. ჰოდა, ქვეყნის გადაბარება და გაჩუქება სხვა რას ჰქვია???!!!! ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები შემოდიან, ძირძველი მოსახლეობა საქართველოდან გადის ანუ როგორც ჩემმა შვილმა ირმამ მითხრა შეძრწუნებულმა, აეროპორტიდან შემოსულმა- "დედა გაოგნებული ვარ, საქართველო საქართველოდან მიდისო". რა ვქნათ ძვირფასებო, უმოქმედოდ ვიყოთ?!!!!! გავერთიანდეთ!“ - წერს ჩარკვიანი.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025