
"ჩვენ პროტესტებს ვიწვევთ მთავრობის წინააღმდეგ, ამას ვაკეთებთ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, 3 000 არასამთავრობო ოთხი მილიონი მოსახლეობისთვის, ეს მსოფლიოში უპრეცედენტოა" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროლიხმა, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა.
მისვე თქმით, საქართველო საგარეო პოლიტიკაში პრაგმატულ მიდგომას იჩენს.
"კვლავ საქართველოზე ვსაუბრობთ. რატომ? იმიტომ, რომ განსხვავებულია. ის ქრისტიანულ ღირებულებებს განასახიერებს, სუვერენული იდეოლოგიის დამცველია და საგარეო პოლიტიკაში პრაგმატულ მიდგომას იჩენს. მათ არ სურთ, კიევად გადაიქცნენ და ეს მათი უფლებაა. ის სუვერენული სახელმწიფოა, პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, მათ გაკვეთილები ვასწავლოთ.
ჩვენ პროტესტებს ვიწვევთ მთავრობის წინააღმდეგ, ამას ვაკეთებთ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, 3 000 არასამთავრობო ოთხი მილიონი მოსახლეობისთვის, ეს მსოფლიოში უპრეცედენტოა. ახლა სამთავრობო შენობებს ესხმიან თავს და ამავდროულად თავისუფლებებს ითხოვთ. ეს მიუღებელია.
შევხედოთ ფაქტებს. 8%-იანი ეკონომიკური ზრდა, ამაზე მხოლოდ ოცნება შეგვიძლია. მმართველობის ინდექსის გარდა, ისინი ზოგიერთ წევრ სახელმწიფოზე უკეთეს მაჩვენებლებს ავლენენ და ეკონომიკის კუთხით ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში პირველ ადგილზე არიან. ამ მხრივ გაკვეთილების სწავლება არ სჭირდებათ. მათ რეჟიმის ცვლილება არ სჭირდებათ. მათ სჭირდებათ პატივისცემა, ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა", - განაცხადა ტომაშ ფროლიხმა.
0
0