
UEFA-ს გადაწყვეტილებით, 26 ივნისს, საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩისთვის უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება.
ამის მიზეზი, პორტუგალიისა და თურქეთის მატჩის დროს მომხდარი გახდა - თამაშის მსვლელობისას, კრიშტიანო რონალდოსთან ფოტოს გადასაღებად ექვსმა გულშემატკივარმა მოახერხა მოედანზე შეჭრა, რამაც სათამაშო პროცესი შეაფერხა.
როგორც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის განცხადებიდან ხდება ცნობილი, მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, უსაფრთხოების დაცვა მოედანზე გამკაცრებული იქნება.
„მოედანზე შეჭრა წესების დარღვევაა, რაც გამოიწვევს სტადიონიდან გაძევებას, ტურნირის ყველა მატჩზე დასწრების აკრძალვას და შესაძლო სისხლის სამართლის სასჯელს", - წერია UEFA-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველომ F ჯგუფის დაძაბულ პირველ შეხვედრაში თურქეთთან 1:3 წააგო, ჩეხეთთან კი ფრედ - 1:1 ითამაშა. ჯგუფში ბოლო შეხვედრას საქართველო პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.
0
0