28/11/2024
19:26
სოც-ქსელები
საქართველო პოლიტიკურად მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირს პოლიტიკური მასტერკლასი ჩაუტარა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ჩვენ მათხოვრები არ ვართ, ვიმსახურებთ პატივისცემას და თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულ ურთიერთობას,- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები შეჩერების თაობაზე.
ჩიხელიძის განცხადებით, ბოლო დროს დასავლეთის მხრიდან უხეშად ხდებოდა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, რაც არა ქვეყნის წინსვლას, არამედ მუდმივ რყევებს და საქართველოს განვითარების შეჩერებას ემსახურებოდა.
„მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა პრემიერ მინისტრმა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, ასევე, 2028 წლის ბოლომდე, საქართველო უარს ამბობს საბიუჯეტო გრანტებსა და სესხებზე. აღნიშნულ განცხადებას ეკონომიკური და პოლიტიკური ნაწილი აქვს, ეკონომიკურ ნაწილს საქართველოსთვის გრანტებსა და სესხებზე უარის თქმა პრობლემური ვერ იქნება, რადგან ევროკავშირისგან მოზიდული ფინანსური სახსრები ქვეყნის ეკონომიკაში და ბიუჯეტში მიზერული წილით იყო წარმოდგენილი.
რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირს ხელიდან გამოაცალა შანტაჟის იარაღი, ჩააქრო ანთებული ასანთი, რომლითაც ევროკავშირი გვაშინებდა.... ევროკავშირს ხელიდან გამოეცალა საქართველოზე ზეწოლის ფაქტობრივად ყველა ბერკეტი, რაც მათ საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობის წამოწყებას აიძულებს. ევროკავშირს შანტაჟის ერთადერთი საშუალება, უვიზო მიმოსვლა რჩება, რომლის გადახედვა პროცედურულად საკმაოდ რთული საკითხია და მისი გაუქმება ფაქტობრივად შეუძლებელია.
საქართველო პოლიტიკურად მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირს პოლიტიკური მასტერკლასი ჩაუტარა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ჩვენ მათხოვრები არ ვართ, ვიმსახურებთ პატივისცემას და თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულ ურთიერთობას. სამწუხაროდ ბოლო დროს დასავლეთის მხრიდან უხეშად ხდებოდა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, ევროკავშირის წევრები ელჩები არადიპლომატიურად იქცეოდნენ და ა.შ. რაც არა ქვეყნის წინსვლას, არამედ მუდმივ რყევებს და საქართველოს განვითარების შეჩერებას ემსახურებოდა, ახლა ჩვენს ქვეყანას მშვიდი განვითარების შესაძლებლობა მიეცემა, რისი ლოგიკური და ბუნებრივი დასასრული 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრობა იქნება,“- წერს დავით ჩიხელიძე.
0
0