24/05/2023
20:28
პოლიტიკა
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტის პირველი დღე დასრულებულია. ხავიერ კოლომინა კავკასიური ტურნეს ფარგლებში, თბილისს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს. პირველი შეხვედრა, საგარეო უწყებაში მინისტრის მოადგილესთან გაიმართა. თავად მინისტრი კი, ნატო-ს წარმომადგენელს ხვალ მიიღებს.
შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც შედგა. უსაფრთხოების გამოწვევები იყო ის მთავარი საკითხები, რაზეც იენს სტოლტენბერგის წარმომადგენელმა თავდაცვის მინისტრთან განიხილა. დატვირთული დღის განმავლობაში, ხავიერ კოლომინა პარლამენტსაც ესტუმრა, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე, მხარეებმა ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილეს ყურადღება.
დღესვე, ნატო-ს წარმომადგენელმა ოპოზიციის პოზიციებიც მოისმინა. ქვეყნის საგარეო კურსი და განვითარების ტემპები, სწორედ ამ თემებზე ისაუბრეს მხარეებმა შეხვედრის დროს. ინფორმაცია დღეს, კოლომინან საქართველოში აკრედიტებული ელჩებისგანაც მოისმინა. შეხვედრებზე დღის ბოლოს, შემაჯამებელი ბრიფინგიც გამართა-კოლომინამ აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია და ეს ალიანსმა არაერთგზის დაადასტურა.
"საქართველო ნატოსთვის ძალიან ღირებული პარტნიორია. ეს აშკარად გაძლიერდა იმ გადაწყვეტილებებით, რომლებიც მივიღეთ მადრიდში, სადაც დავამტკიცეთ მხარდაჭერის პაკეტი. ჩვენი გადაწყვეტილებით მოხდა ადამიანური და ფინანსური რესურსების ინვესტირება, რაც შესაძლებლობას გვაძლევს გავზარდოთ პრაქტიკული თანამშრომლობა და ასევე პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან, რომელიც ძალიან აქტიური იყო ბოლო ერთი თვის განმავლობაში, როცა მინისტრ დარჩიაშვილს ჰქონდა ვიზიტი ბრიუსელში, პრემიერი კი აპრილში შეხვდა გენერალურ მდივანს.
მე საკმაოდ აქტიური ვიყავი უცხოური აგენტების შესახებ კანონის საკითხზე. მივესალმებით, გადაწყვეტილებას ამ კანონის გაუქმების შესახებ. გამოვთქვი შეშფოთება, რეფორმების განხორციელების დონეზეც, კერძოდ , სასამართლო,, საარჩევნო რეფორმის და განსაკუთრებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შესახებ. ჩვენთვის შემაშფოთებელი ასპექტია ასევე დეპოლარიზაციასთან დაკავშირებული რეფორმები.
ჩემს მიერ გადმოცემული მნიშვნელოვანი გზავნილი უკავშირდებოდა უკრაინის მხარდაჭერას, რაც ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია მას შემდეგ რაც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ", - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.
0
0