
ანტალიის დიპლომატიური ფორუმი არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ წარმოდგენილია ძალიან ბევრი ლიდერი და მნიშვნელოვან საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა”, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიაში მიმდინარე ფორუმის შესახებ ჟურნალისტებთან.
მისი განცხადებით, საქართველო ყველა შესაძლებლობას იყენებს აქტუალური საკითხების განსახილველად. მან ზოგი ევროპული სახელმწიფოსა და ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს მიმართ ბოლო დროს დაფიქსირებულ მიდგომებზეც ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ამ ფორუმში მონაწილეობის მიღება. ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოსთვის აქტუალური საკითხები იყოს გაჟღერებული, ასევე ის გამოწვევები, რაც სწორედ საქართველოს პრიორიტეტებთან დაკავშირებით გვხვდება. მათ შორის რა თქმა უნდა, არის ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობები, ასევე ის მიდგომები, რომლებსაც ჩვენ ბოლო დროს ვაწყდებით ევროკავშირის წევრი ზოგიერთი სახელმწიფოს მხრიდან, ზოგიერთი პოლიტიკოსის და ბიუროკრატის მხრიდან ბრიუსელიდან. ესეც არის ძალიან ხშირად განხილვის საგანი, ვინაიდან საქართველო ნამდვილად არის ის ქვეყანა, რომელსაც უნდა სცენ პატივი, უნდა სცენ პატივი ქართველი ხალხის არჩევანს”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025