
„საქართველოს ნაკრები გუნდი მზად არის ყველას აჩვენოს, რომ პირველ მსხვილ ტურნირში მონაწილეობის დროს მას კონკურენციაც შეუძლია, როცა თურქეთთან სადებიუტო მატჩში ითამაშებს“, - განაცხადა გუნდის მწრთვნელმა ვილი სანიოლმა.
ქართველი ფეხბურთელების თამაშმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში, რომელიც ბერძენ ფეხბურთელებზე გამარჯვებით დასრულდა, საქართველოში დიდი ზეიმი გამოიწვია, ხოლო კაპიტანმა გურამ კაშიამ, მისი თქმით, სიხარულისაგან კინაღამ გონება დაკარგა.
მაგრამ თავის ჯგუფში საქართველოს გუნდს მკაცრი გამოცდა ელოდება - დაწყებული თურქეთის ძლიერ ნაკრებთან თამაშით და როგორც ვილი სანიოლმა აღნიშნა, „საქართველომ უმდა გადალახოს ეიფორიული განწყობა, თუ არ გვსურს დორტმუნდში უხეშად გამოგვაფხიზლონ“.
„ზოგიერთ მოთამაშეს მარტის „პლეი-ოფ“-ის შემდეგ ურთულდება ყოველდღიურ ცხოვრებაში დაბრუნება - მათ ჯერ კიდევ ემოციური განწყობა აქვთ. შესაძლოა, ისინი ოცნებების ტყვეობაში არიან“, - აღნიშნა ფრანგმა მწრთვნელმა ორშაბათს. ვილი სანიოლის თქმით, „დროა სიზმრებიდან გამოვიდეთ“.
„ჩვენ უნდა დავშორდეთ იმ სასიამოვნო ემოციებს და გრძნობებს, რომლებიც საკვალიფიკაციო მატჩის შემდეგ გაგვიჩნდა - იმიტომ, რომ წინასწარ მსგავსი საზეიმო მომენტის გაზიარება არასწორი იქნება“, - თქვა სანიოლმა.
ამასთან, ვილი სანიოლის სურს, ქართველი გულშემატკივრები დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ მათ გუნდს დიდი წარმატებების მოპოვება შეუძლია: „ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ რთულია ადამიანები რეალობაში დააჯერო, მაგრამ თუ ისინი ოცნებობენ, დაე, იოცნებონ. მათი ოცნება და გამარჯვების რწმენა ჩვენი მოთამაშეებისათვის უდიდეს მხარდაჭერას წარმოადგენს“.
გურამ კაშიას თქმით, როგორც თვითონ, ასევე მისი თანაგუნდელები დარწმუნებულები არიან ქართველი გულშემატკივრების მტკიცე მხარდაჭერაში: „ზოგიერთმა ჩემმა მეგობარმა ერთი თვის ხელფასი დახარჯა მატჩის ბილეთის შესაძენად“, - თქვა მან, - „ქართველ გულშემატკივრებს ფეხბურთი ძალიან უყვართ და ამ თამაშს ძალიან აფასებენ. ჩვენ ამ დიდ ტურნირში მონაწილეობას 30 წელი ველოდით და როგორც იქნა, ეს ნატვრა აგვისრულდა“.
0
0