
საქართველო მუდმივად ცდილობდა, გადაექცია შავი ზღვა ევროკავშირთან გამაერთიანებელ ხიდად, დღეს გვაქვს რეალური შესაძლებლობები ამ მიზნის მისაღწევად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილი ნიუ დელიში, საერთაშორისო კონფერენცია „რაიზინა დიალოგი 2025“-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე „შეჯიბრი და თანამშრომლობა – უსაფრთხო მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დიდი ხნის განმავლობაში, საქართველო მუდმივად ცდილობდა, გადაექცია შავი ზღვა ევროკავშირთან გამაერთიანებელ ხიდად და არა გამყოფ ბარიერად. დღეს ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობები ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ ეს მოითხოვს აქტიურ მუშაობას და ინვესტიციებს. ჩვენ ერთად შეგვიძლია, განვახორციელოთ მასშტაბური პროექტები, რომლებიც სარგებელს მოუტანს ევროკავშირს, ევროპას. ჩვენ თავს მოვიაზრებთ ევროპის ნაწილად და ამიტომ, ევროპის უსაფრთხოების საკითხები ჩვენ პირდაპირ გვეხება. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც არსებობს აღმოსავლეთის მიმართულებით და რომელიც სარგებელს მოუტანს მთელი ევროპის რეგიონს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0