საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, ლიეტუვის მხარის პოზიციასა და ქმედებებზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმყოფებოდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ ჟურნალისტებთან საუბრისას შეხვედრის დეტალებზე არ ისაუბრა. კერძოდ, ისაუბრეს თუ არა ლიეტუვაში საქართველოს ელჩის დაბარების და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლის საკითხებზე.
ანდრიუს კალინდრამ მხოლოდ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება.
„წელს საქართველო და ლიეტუვა დიპლომატიური ურთიერთობის 30 წელს აღნიშნავს. შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული ყველა შეხვედრა ამ პარტნიორობის გაღრმავებას ეხება. დღესაც ამაზე ვისაუბრეთ“, - განაცხადა ელჩმა.
0
0