26/02/2023
08:44
სპორტი
დღეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისლანდიას ეთამაშება.
შეხვედრა ისტორიული მნიშვნელობისაა – მსოფლიო ჩემპიონატზე ან საქართველო გავა, ან ისლანდია.
მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
თამაშის წინ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები იმსახურებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას.
„როცა თამაშებს შორის ძალიან ცოტა დროა, ბევრის გაკეთება არ შეგვიძლია – არც ტაქტიკურად და არც ფიზიკურად. ვეყრდნობით კალათბურთელების ღირსებას.
ასეთი შანსი ხშირად არ გეძლევა. ჩვენ უნდა შევქმნათ ისტორია. ყველამ 100 პროცენტი უნდა გაიღოს, რომ მივაღწიოთ მნიშვნელოვან და რთულ მიზანს.
ეს ყველაფერი 2 წლის წინ დაიწყო. ჩვენ არ ვიყავით ფავორიტები, თუმცა ჩვენი თამაშების მიხედვით ახლა უკვე ვიმსახურებთ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას.
მინდა, ყველას შევახსენო – ამ შესარჩევზე ორი მატჩი მოვიგეთ, რომლის შედეგები სათვალავში აღარ შედის. ეს უსამართლობაა. პირველ ეტაპზე ორივე შეხვედრაში დავამარცხეთ ჩრდილოეთ მაკედონია, თუმცა, რადგან რუსეთი ტურნირიდან მოიხსნა, ჩვენ ეს ორი მოგება დავკარგეთ. სხვა გუნდები, რომლებსაც რუსეთთან წაგებები ჰქონდათ, ჩვენთან შედარებით უპირატესობით გადმოვიდნენ მეორე ეტაპზე.
„თბილისი არენაზე“ ყველა ბილეთი გაყიდულია, გულშემატკივრები დამატებით ენერგიას მოგვცემენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ იმედები გავუმართლოთ“, აცხადებს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი.
0
0