
26 მაისს, 10:30 საათზე, ევროკავშირის დროშებით რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტამდე მსვლელობა "საქართველო ირჩევს ევროპას!" დაანონსდა.
ამასთან, პარლამენტის შენობის EU-ის დროშების გარეშე გაფორმებას გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძეც, რომელმაც ასევე დროშებით მსვლელობა დაანონსა და მოქალაქეებს 15:00 საათზე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეკრებისკენ მოუწოდა.
როგორც ცნობილია, ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ერთობლივი წერილით მიმართავენ და საკანონმდებლო ორგანოს შენობის ფასადზე ევროკავშირის დროშის დაბრუნებისაკენ მოუწოდებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირის წევრობისკენ ხალხის მიერაა არჩეული და კონსტიტუციით დადასტურებული ეროვნული ინტერესია. დეპუტატების განცხადებით, დროშის გამოფენილი სიმბოლიკიდან ამოღება კონსტიტუციურ დავალებას და ხალხის ნებას ეწინააღმდეგება.
ხელმომწერი დეპუტატები არიან: ანა ნაცვლიშვილი, თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, თინათინ ბოკუჩავა, ანა ბუჩუკური, დავით უსუფაშვილი, სალომე სამადაშვილი, დავით ბაქრაძე, რომან გოცირიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, ბექა ლილუაშვილი, ტარიელ ნაკაიძე, თამარ ჩარკვიანი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა, ქეთევან თურაზაშვილი, ალექსანდრე ელისაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი, ეკატერინე ხერხეულიძე, დავით ხაჯიშვილი, ლევან ხაბეიშვილი, დევი ჭანკოტაძე, ანა წითლიძე, ცეზარ ჩოჩელი, სულხან სიბაშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, გუბაზ სანიკიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, კობა ნაყოფია, აკაკი მინაშვილი, დავით კირკიტაძე, მანუჩარ კვირკელია, აბდულა ისმაილოვი, გიორგი გოდაბრელიძე, თეიმურაზ ჯანაშია.
ამასთან, გუშინვე საქართველოს მთავრობამ განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ წელს 26 მაისის გზავნილია „თავისუფლების სიყვარულით“.
მათივე ცნობით, 2016 წლიდან, ყოველ წელს ეს დღე იძენს დამატებით თემატიკას, რის გარშემოც იშლება კამპანია, სლოგანი, მისალოცი რგოლი, ქალაქ-გაფორმება.
„წლებია, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სახალხო დღესასწაულად გადაიქცა. 2016 წლიდან, ყოველ წელს ეს დღე იძენს დამატებით თემატიკას, რის გარშემოც იშლება კამპანია, სლოგანი, მისალოცი რგოლი, ქალაქ-გაფორმება. წელს 26 მაისის გზავნილია – „თავისუფლების სიყვარულით“. დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით. შარშანდელი თემა იყო „ევროპისკენ“. მაგალითისთვის, 2018 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის 100 წელი იზეიმა, 2017 წელი მთლიანად რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა თემით „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ და, შესაბამისად, ამ თემების ფარგლებში მოხდა ქალაქის გაფორმებაც და მისალოცი ვიდეორგოლების შინაარსიც ეხმიანებოდა სლოგანს“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ 2022 წელს, დამოუკიდებლობის დღეს, წლევანდელისგან განსხვავებით, ევროკავშირის დროშები იყო გამოფენილი.
0
0
წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს
11/04/2026