02/05/2024
19:41
პოლიტიკა
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. სოციალურ ქსელში მან დაწერა, რომ საქართველო გზაჯვარედინზეა; ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს.
„დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში.
საქართველოს მოქალაქეები აჩვენებენ თავიანთ მტკიცე ერთგულებას დემოკრატიისადმი.
საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ეს მკაფიო სიგნალი.
ევროკავშირმა ასევე ნათლად გამოხატა თავისი შეშფოთება „საგარეო გავლენის კანონთან“ დაკავშირებით.
ქართველ ხალხს სურს თავისი ქვეყნის ევროპული მომავალი.
ამ მისწრაფებების აღიარებით, დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და გამოკვეთა მკაფიო გზა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.
ჩვენ ველით, რომ საქართველოს მთავრობა სწრაფად იმოქმედებს იმ ზომებზე, რომლებზეც მან აიღო ვალდებულება, როგორც კანდიდატმა ქვეყანა.
საქართველო გზაჯვარედინზეა. ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს“ - წერს ურსულა ფონ დერ ლაიელი.
0
0