11/08/2023
21:25
ეკონომიკა
საქართველო ღვინის სამშობლოა, საქართველომ მისცა მსოფლიოს ღვინო და ჩვენ ამით ვამაყობთ –ამის შესახებ საქარველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ტურიზმის სფეროში ჩვენი ქვეყნის მზარდ პოტენციალს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველო პატარა, მაგრამ უნიკალური ქვეყანაა უნიკალური კულტურით, ხალხით, სტუმართმოყვარეობით, ღვინით და ულამაზესი ბუნებით.
„საქართველო ნამდვილად არის ღვინის სამშობლო. ჩვენ ვამაყობთ ამით და, რა თქმა უნდა, მისი პოპულარიზაცია უნდა მოვახდინოთ ჩინეთში. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, თუნდაც ტურისტული ცენტრების გახსნას ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში, ქართული ღვინისა და ზოგადად საქართველოს უფრო აქტიურ პოპულარიზაციას. ეს შეიძლება ჩინელი ტურისტებისთვისაც საინტერესო იყოს. საქართველო ლამაზი ქვეყანაა, პატარა ქვეყანაა, მაგრამ უნიკალური, ასე ვიტყოდი. მას უნიკალური კულტურა აქვს, უნიკალური ხალხით, სტუმართმოყვარეობით, ღვინითა და ულამაზესი ბუნებით.. საქართველოში 22 კლიმატური ზონაა. ერთ ადგილასაა ყველაფერი თავმოყრილი, - გვაქვს უდაბნო, სუბტროპიკული ზონა, მთები, შავი ზღვა, როგორც იცით , მდინარეები - 26 000 მდინარე - და ტბები. ამიტომ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ საქართველო უნიკალური ადგილია სანახავად.. ტურისტიც ბევრი გვყავს. პანდემიამდე, წელიწადში, 9.3 მილიონი ადამიანი სტუმრობდა ქვეყანას. საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ 3.7 მილიონია. ამიტომ, პოტენციალი დიდია ამ მიმართულებით.. ჩინეთის მეტი მოქალაქე გვინდა ვიხილოთ საქართველოში ტურისტად ჩამოსული. საუბარი მაქვს ტურისტულ ჯგუფებსა და ტურისტულ სააგენტოებზე, რომლებმაც შეიძლება წარმომადგენლობები გახსნან და ქვეყნის პოპულარიზაცია მოახდინონ. რა თქმა უნდა, მეტი ქართველიც უნდა ეწვიოს ჩინეთს - თქვენს მშვენიერ, უნიკალურ ქვეყანას. მაგრამ, ღვინო ნამდვილად ჩვენი სიამაყეა. საქართველომ მისცა მსოფლიოს ღვინო და ჩვენ ვამაყობთ ამით.“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0