
მისი თქმით, ეს არის აშშ-სა და საქართველოს შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში ძლიერი პარტნიორობის შესანიშნავი მაგალითი.
„აშშ და ჩვენი დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ძალიან ვამაყობთ იმ პარტნიორობით, რომელიც გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან გასული წლების განმავლობაში, რომ მოხდეს მომაკვდინებელი დაავადების აღმოფხვრა, რომლისგანაც 150 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე იტანჯებოდა. განკურნების მაჩვენებელი არის 98 პროცენტი იმ მოქალაქეებში, რომლებიც მკურნალობდნენ ამ პროგრამით. ეს არის უზარმაზარი წარმატება.
საქართველო გახდა მოდელი მსოფლიოსთვის „ცე“ ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის განხორციელებით. ეს არის აშშ-სა და საქართველოს შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში ძლიერი პარტნიორობის შესანიშნავი მაგალითი“, - განაცხადა კელი დეგნანმა, რომელიც დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ, „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების პრეზენტაციას დაესწრო.
0
0
დიდი დიღმის ტერიტორიაზე ხანძარია.
04/03/2026