12/05/2023
01:14
კულტურა
დღეს ევროვიზია 2023-ის მეორე ნახევარფინალი გაიმართა, სადაც 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე. მათ შორის იყო საქართველოს წარმომადგენელი, ირუ ხეჩანოვი, რომელსაც ფინალში გადასასვლელად ხმები არ ეყო.
მაყურებლის გადაწყვეტილებით, ფინალში ათი ქვეყანა გადავიდა: ალბანეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ბელგია, ავსტრია, ლიეტუვა, პოლონეთი, ავსტრალია, სომხეთი, სლოვენია.
წლევანდელი წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ჟიური ხმის მიცემაში არ მონაწილეობს.
ევროვიზია 2023-ის ფინალურ კონკურსზე 25 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი დღევანდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში.
დიდი ხუთეულის ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი და უკრაინა პირდაპირ გადადიან ფინალში.
ევროვიზია 2023-ის ფინალის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
0
0