საქართველო, ესტონეთთან და ირლანდიასთან ერთად, ევროპული სახელმწიფოების სამეულშია, რომელთაც ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი საპროგნოზო მაჩვენებელი აქვთ - ნათია თურნავა
29/10/2021
14:04
ეკონომიკა
A-
+A
ვფიქრობ, რომ 2021 წლის ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნა - ეს ემყარება იმას, რომ საქართველო კვლავაც იქნება ლიდერი ეკონომიკური ზრდის ტემპის თვალსაზრისით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავამ მაგალითად მოიყვანა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლობალური ეკონომიკური მიმოხილვის ანგარიში, რომლის თანახმადაც ევროპის კონტინენტზე საქართველო, ესტონეთთან და ირლანდიასთან ერთად, შედის ევროპული სახელმწიფოების სამეულში, რომელთაც ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი საპროგნოზო მაჩვენებელი აქვთ.
„პროგნოზის ავტორია საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 2021 წლისთვის 7,7 პროცენტი იქნება. ამასთან, სავალუტო ფონდი, ტრადიციულად, ყველაზე კონსერვატიულ პროგნოზს აკეთებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა იქნება ორნიშნა და ამას ემყარება ჩვენი რწმენა იმისა, რომ საქართველო კვლავაც იქნება ლიდერი ეკონომიკური ზრდის ტემპის თვალსაზრისით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
0
0
495
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%