17/10/2023
15:28
საზოგადოება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის კობა კობალაძის განცხადებით, დღეს საქართველო ერთგვარი მშვიდობის პლაცდარმად იქცა.
მისივე თქმით, კავკასია საუკუნეების განმავლობაში ცხელ წერტილად მოიაზრებოდა დღეს კი მშვიდობის, სტაბილურობის ერთგვარ კუნძულად იქცა.
"ჩვენი ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება იყო ჩვენი ვეტერანების შვილების სრულად დაფინანსება უმაღლეს სასწავლებლებში, რამაც უდიდესი იმედი გაუჩინა თითოეულ მათგანს და შეღავათ მისცა შრომისა და ბრძოლისგან დამაშვრალ ვეტერანებს, რომ თუნდაც ის ბიუჯეტური ნაწილი, რომელიც მათ უნდა მიემართათ თავიანთი შვილების განათლებისთვის შეშველება იგრძნეს სახელმწიფოს თანადგომით, ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და ამაზე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ბატონო პრემიერო. დღეს მსოფლიოში უდიდესი გამოწვევებია, უკრაინაში მიმდინარე ომის, რომელსაც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, დასასრული არ უჩანს, ახლო აღმოსავლეთში, ისრაელში, პალესტინის სამხედრო დაპირისპირება, ეს ყველაფერი გვაჩვენებს იმას, რომ ტერორიზმს არ აქვს საზღვარი, აქედან გამომდინარე ხაზგასასმელია, პრემიერო, თქვენი და თქვენი გუნდის, ჩვენი ქვეყნის მესვეურთა პრაგმატული პოლიტიკა, რომლის წყალობითაც დღეს საქართველო ერთგვარი მშვიდობის პლაცდარმად იქცა და არა მხოლოდ კავკასიაში. კავკასია საუკუნეების განმავლობაში ცხელ წერტილად მოიაზრებოდა დღეს კი მშვიდობის, სტაბილურობის ერთგვარ კუნძულად იქცა. დავესესხები ამ სიტყვებს აზერბაიჯანის პრეზიდენტს, რომელიც სტუმრობდა საქართველოს. მან მიიჩნია, რომ საქართველო არის ოაზისი, რომელსაც შეუძლია შუამავლისა და მედიატორის როლი შეასრულოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის", - განაცხადა კობა კობალაძემ.
0
0