
საქართველო უკვე დიდი ხანია იქცევა, როგორც ნატოს მოკავშირე . ჩვენი ქცევით, კონტრიბუციით უსაფრთხოების საკითხებში ვიქცევით როგორც ალიანსის წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.
„ჩვენი თავსებადობა სამხედრო ძალების უმაღლეს დონეზეა. ნატოსთან ჩვენი სამხედრო კონტინგენტის აბსოლუტურ უმრავლესობას სხვადასხვა ფორმატში მონაწილეობა აქვს მიღებული ნატოს მისიებში და თავსებადობა ამით უზრუნველყოფილია. საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს თუ ნატოს წევრ ქვეყნებს შევადარებთ, მაშინ ვნახავთ, რომ საქართველო შესაბამისს სტანდარტზეა. ყველა ამ პარამეტრით , საქართველო დიდი ხანია მზადაა, რომ ნატომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში 5 დეკებერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი
0
0
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
25/07/2025