
გაფართოება არის დანიის თავმჯდომარეობის სტრატეგიული პრიორიტეტი და ამის შესახებ ჩვენ თავიდანვე გარკვევით ვაცხადებთ. ახლა გაფართოების ახალი იმპულსი არსებობს, რადგან ეს ყველაფერი ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ეხება, - ამის შესახებ დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, მარი ბიერემ ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ წინ უნდა წავიწიოთ გაფართოების კუთხით და მივცეთ კანდიდატ ქვეყნებს, პირველ რიგში უკრაინას, მოლდოვას და ბალკანეთის ქვეყნებს ევროპული პერსპექტივა. დღეს ვხსნით ბოლო კლასტერს ალბანეთთან. ყველა კლასტერი გახსნილია და ძალიან მოხარული ვართ ამის გამო. ვისწარფვით მოლდოვასა და უკრაინასთან წინსვლისთვის და რეალურად მივდივართ კიდეც წინ ტექნიკურ დონეზე. ახლა, სამწუხაროდ, საქართველომ აირჩია არ იაროს ევროპულ გზაზე და დღითიდღე უფრო და უფრო შორდებიან ევროკავშირს“, - აღნიშნა დანიის ევროპის საქმეთა მინისტრმა.
0
0