31/05/2023
14:45
პოლიტიკა
საქართველო და შემდგომში უკრაინა რუსეთის აგრესიის სამიზნე გახდნენ იმიტომ, რომ გვსურდა ჩვენ მომავალზე ჩვენ თვითონ მიგვეღო გადაწყვეტილება. გვსურს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი, სუვერენული და თავისუფალი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც ხალხის და საზოგადოების მხარდაჭერით ეს ისტორიული არჩევანი ჩავწერეთ კონსტიტუციაში. ახლა, რა თქმა უნდა, ჯერი არის უკვე ევროკავშირზე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებზე. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ყოველი გადავადება ზრდის რისკებს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არის იმ პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რომლებმაც ამ 10-11 წლის განმავლობაში საქართველოში გაატარა რეალური ევროპული რეფორმები“, - განაცხადა თალაკვაძემ.
0
0