09/09/2024
20:40
სპორტი
ალბანეთში საქართველოსთან მატჩზე დიდი მოლოდინია. syri.net-მა წერილი გამოაქვეყნა სათაურით - ალბანეთი ფავორიტად მიიჩნევა, მაგრამ სტატისტიკა სრულიად სხვას მეტყველებს.
"ჟენევაში ერთა ლიგის კენჭისყრისას საქართველო ყველაზე ადვილ მეტოქედ მოჩანდა, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე მათმა პირველმა ასპარეზობამ საპირისპირო დაამტკიცა. B1 ჯგუფში ისინი იოლი მოწინააღმდეგეები კი არა, "კვარა" და მისი გუნდი ჩეხეთის დამარცხების შემდეგ ფავორიტებად მიიჩნევიან.
საქართველო ალბანეთისთვის ადვილი მეტოქე არასოდეს არ ყოფილა. ამას სტატისტიკა ადასტურებს, რამეთუ 15 ჩატარებული შეხვედრიდან მხოლოდ 3 მოვიგეთ, 8 წავაგეთ, 4 კი ფრედ დასრულდა. რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერი სრულიად სხვაგვარადაა, რადგან რაც ნაკრებს სათავეში სილვინიო ჩაუდგა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, გუნდს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია და წარმატების სჯერათ.
საბუქმეკერო კანტორები მასპინძელთა შესაძლო გამარჯვებას 2.30 კოეფიციენტით აფასებენ, ხოლო სტუმართა მოგებას 3.10-ით. პირველ ტურში ორივე გუნდმა 3 ქულა მოიპოვა და ეს თამაში ჯგუფის ფავორიტთა დაპირისპირებად განიხილება".
0
0