
კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენის უფლების მიცემას ეხმაურება.
მისი თქმით, საქართველო ახლა „იმდენად სწორად იქცევა“, რომ ეს ნაბიჯი გამართლებული იყო.
„გუშინვე განიხილეს, რომ საქართველო ახლა ისე სწორად იქცევა, რომ დროა დაბრუნდეს საჰაერო და უვიზო მიმოსვლა და დააბრუნეს, რაც ძალიან სწორია.
პრეზიდენტი [მიხეილ სააკაშვილი], რომელიც ჩვენს სამშვიდობოებს თავს დაესხა, თავად ქართველებმა დააპატიმრეს, არ შეუერთდნენ სანქციებს, არ გახსნეს მეორე ფრონტი, თუმცა თირკმელებში საკმაოდ ძლიერად ურტყამდნენ რომ გაეხსნათ.
დღეს მოსკოვში ქართული რესტორნები გადატვირთული იქნება“, - აცხადებს სიმონიანი.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეების მიმართ დაწესებული სავიზო რეჟიმი და რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვა გააუქმა.
0
0