28/04/2023
09:01
პოლიტიკა
საქართველო არის დიდი გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე. დიდი სიფრთხილე და კეთილგონიერება, საღი აზრის და მოთმინების მარაგი გვჭირდება, რომ ეს ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარება და დაძაბულობა გავიაროთ მშვიდობიანად, - ამის შესახებ ფილოლოგმა, პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალიზმი ყველა შემთხვევაში დამღუპველია.
„რადიკალიზმი ყოველთვის ცუდია და მით უფრო, ასეთ დაძაბულ ვითარებაში. ბოლო დროს მიტინგები რომ იყო, იქ ბავშვები ყვიროდნენ: სოხუმი, სოხუმიო. არ ესმით რას ამბობენ. სწორია გინდოდეს, რომ სოხუმი იარაღით დაიბრუნო?! ეს მიდგომა ისედაც არ არის სწორი და მეორე მხრივ, ეს ხომ აუცხოებს მათ ჩვენთან, ხომ ეშინიათ ჩვენი? ჩვენ თუ მათ მივცემთ სრულ გარანტიას, რომ არ ვაპირებთ არანაირ რევანშს. თუ დავარწმუნებთ, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები ამას გულწრფელად ვამბობთ, ეს ძალიან მომგებიანი იქნება. მეტიც, ერთადერთი შესაძლებელი ვარიანტი იქნება, რომ შევძლოთ მათი დაბრუნება“, - განაცხადა ლევან გიგინეიშვილმა.
0
0