„დასავლეთი არ უსმენს საქართველოს, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, ოპოზიცია სინამდვილეს დამახინჯებულად წარმოაჩენს“ - ამის შესახებ ლატვიელმა პოლიტოლოგმა და პოლიტკონსულტანტმა რეინის ტოჩელოვსკისმა რადიო „სივრცის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა... მთელი ამ დროის განმავლობაში, გადადგეს ნაბიჯები ევროპასთან დასაახლოვებლად. მათი მმართველობის ქვეშ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამ შედეგების გათვალისწინებით, არ არსებობს იმის ინდიკატორი, რომ „საქართველომ პოლიტიკური კურსი შეიცვალა“.
„მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსები და დასავლური საზოგადოება - არასწორად არ გამიგოთ, პრო-ევროპული და ევროპელი ვარ, მიყვარს ევროპის იდეა... ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ მშვიდობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და მგონი რომ, გამოსდით. მაგრამ, დასავლეთი არ უსმენს საქართველოს, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, ოპოზიცია სინამდვილეს დამახინჯებულად წარმოაჩენს. მე ვესწრები „ვებინარებს“ და შევამჩნიე, რომ ევროპას დიალოგი აქვს ოპოზიაციასთან, მმართველ პარტიასთან - არა. ეს არ მიმაჩნია სამართლიანად. თუ გვინდა რომ გავერკვიოთ მოცემულობაში, აუცილებელია ორივე მხარეს მოვუსმინოთ - რა მიზნები დგას მათი გადაწყვეტილებების უკან და რატომ შეიტანეს კანონში ცვლილებები, რაც შეიტანეს. ერთი საფრთხე, რასაც ევროპა ხედავს, არის ის, რომ საქართველო ევროპულ ღირებულებებს ზურგს აქცევს, რაც, ჩემი აზრით, სისულელეა. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა... მთელი ამ დროის განმავლობაში, გადადგეს ნაბიჯები ევროპასთან დასაახლოვებლად. მათი მმართველობის ქვეშ საქართველოს, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. თუ შედეგებს ვუყურებთ, არ არსებობს იმის ინდიკატორი, რომ საქართველოს პოლიტიკური კურსი შეიცვალა.“- ამბობს რეინის კაჩელოვსკისი.
მისი თქმით, საქართველო სულაც არ არის მარტივ მდგომარეობაში.
„კონტექსტს უნდა დავაკვირდეთ, რა ხდება მსოფლიოში, რუსეთ-უკრანის ომი, ეს საფრთხის სიგნალია, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ. საქართველო სულაც არაა მარტივ მდგომარეობაში. უმრავლესობას ევროპა მოსწონს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრივრიანება სურს. მეორეს მხრივ, „დიდი ძმა“ გვყავს. 2014 წელს თუ გავიხსენებთ, უკრაინას ევროკავშრთან ასოციაციის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა უნდოდა. რუსეთის რეაქცია იყო ბრუტალური. არცერთი მთავრობისთვის არაა მარტივი ევროპის სისტემასთან იყოს და თან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან. პუტინის პირველი ნაბიჯი ხელისუფლებაში მოსვლის დროს იყო ის, რომ მას საბჭოთა ტერიტორიის დაბრუნება უნდოდა. ეს საერთაშორისო პოლიტიკის პირველი პუნქტი იყო. მსოფლიო შეიცვალა, დრო შეიცვალა. ახლა რასაც ევროპა სთავაზობს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, უფრო მიმზიდველია. ესაა დილემა. ორი ღირებულების სისტემაა - რუსულის და დასავლურის. კითხვაა - როგორ მოვიქცევით? რომ არ თქვა ისეთი რამ, რაც საპასუხო რეაქციას გამოიწვევს, იმიტომ, რომ საქართველო არც ნატოშია არც ევროკავშირში, რომ დაუპირისპირდეს რუსეთის სამხედრო სუპერძალას. დიპლომატია აუცილებელია. ქართული მთავრობა ჭკვიანურად უნდა მოიქცეს.“- განაცხადა ლატვიელმა პოლიტოლოგმა რადიო “სივრცის” ეთერში, გადაცემაში - “სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან”.
0
0