27/12/2024
11:11
პოლიტიკა
საქართველო არ არის კუნძული, ის არის კარიბჭე ევროპასა და ევრაზიას შორის, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „იქს“-ში ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი წერს.
ბენ ჰოჯესი ეთანხმება ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, რესპუბლიკელი კონგრესმენის და „მეგობარი აქტის“ ავტორის, ჯო ვილსონის განცხადებას , რომ „ჩინეთისა და ირანის მოყვარული ივანიშვილი ცდილობს, საქართველო დემოკრატიიდან დიქტატურად აქციოს, თუ ეს მოხდება, აშშ პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ და შევწყვიტოთ საქართველოს დაფინანსება“, თუმცა, როგორც ბენ ჰოჯესი წერს, ეს უნდა იყოს შავი ზღვის რეგიონის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი.
„მე ვეთანხმები კონგრესმენ ჯო უილსონს, მაგრამ ეს უნდა იყოს შავი ზღვის რეგიონის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი. საქართველო არ არის კუნძული, ის არის კარიბჭე ევროპასა და ევრაზიას შორის. ჩვენ გვჭირდება სტრატეგია, რომელიც მიაღწევს ჩვენს მიზნებს რეგიონში და მოიცავს უკრაინას, თურქეთს, მოლდოვას, რუმინეთსა და ბულგარეთს“, – წერს ბენ ჰოჯესი.
0
0