24/06/2022
12:42
პოლიტიკა
ახლა ევროპული გზა საქართველოსთვის სრულყოფილად არის განსაზღვრული, თქვენ იცით რა, როგორ და როდის უნდა გაკეთდეს – ამ ის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი Twitter-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რითაც ეხმიანება ეხმიანება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიენიჭა.
“საქართველო ამიერიდან მყარად დგას ევროპულ გზაზე. დიახ, არის პირობები, ეს არის წინგადადგმული დიდი ნაბიჯი და ამ ნაბიჯის მნიშვნელობა არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ. პირიქით, ეს არის ასევე აღიარებისა და მხარდაჭერის ნიშანი. ახლა ევროპული გზა საქართველოსთვის სრულყოფილად არის განსაზღვრული, თქვენ იცით რა, როგორ და როდის უნდა გაკეთდეს. მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ საქართველოს საზოგადოების მხარდასაჭერად რომ მან გამოიყენოს ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ევროპული მომავლის ასაშენებლად” – აცხადებს ჯოზეფ ბორელი.
0
0