
„საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა იმის გარანტიაა, რომ საქართველო ამ სირთულეებსაც გადალახავს. ჩვენ ნეიტრალური პოზიცია გვაქვს, ჩვენ არავის მხარეს არ ვიჭერთ, ყველასთან ვმეგობრობთ და თანავუგრძნობთ. ამდენად, არ ვაძლევთ მიზეზს არავის, ჩვენზე ვინმემ გამოილაშქროს.“- განაცხადა რადიო "სივრცის" ეთერში დიპლომატმა, ყოფილმა ელჩმა ირანში იოსებ ჩახვაშვილმა.
მისი თქმით, თუ რაღაც განსაკუთრებული სახმელეთო ოპრაციები არ დაიწყო ირანში, სამხერთ კავკასიას არაფერი ემურება. ამასთან, ირანი ძალიან კონსტრუქციულად ექცევა და ექცეოდა საქართველოს მთელი ამ წლების გამავლობაში-
„მიუხედავად რუსეთის ზეწოლისა, ირანის ისლამურმა სახელმწიფომ რუსეთს უთხრა, რომ ამ თემით, ნუღარ შეგვაწუხებთ, ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიოტორიულ მთლინობას და სუვერენიტეტს. მეც ბევრჯერ მითხრეს იქ, რომ რუსეთი შემოიჭრა აქ ჯარებით და დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ეს იყოს ირანისთვის აბსოლუტურად მიუღებელი და ამ კუთხით, ირანი ჩვენი მხარდამჭერია. ჩვენ კარგი ურთიერთობები გვქონდა ვაჭრობის კუთხით. ბევრი ტვირთი შემოდიოდა, იყო ხელმისაწვდომი გეოგრაფიულად და ფასებითაც , სხვა ქვეყნებთან შედარებით.“ - განაცხადა დიპლომატმა.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების ირანთან ურთიერთობებს, დიპლომატის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არავითარი პოლიტიკური ურთიერთობა რეჟიმთან, არ გააჩნია.
„ეს უნდა ითქვას ერთხელ და სამუდამოდ. ის, რომ პატივი სცა პრემიერმა, ჩავიდა სამძიმარზე, ეს ნორმალური ქმედებაა. როდესაც ქვეყანა შენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამას სთხოვს და მაინც არ იზიარებს, ელემენტარული პატივისცემის გამოხატვა დასაშვები და ნორმალურია. ადამინაურადაც, დიპლომატიის ენითაც და საერთაშორისო თავსაზრისითაც.
მისივე თქნით, მთავრობის ბოლო განცხადება მიმდინარე ომთან დაკავშირებით, იყო დაბალანსებული და გაწონასწორებული.
„ამ ტექსტზე იმუშვეს, არ არის ესე, რომ ვიღაცამ ეს ტექსტი აუგად მოიხსენიოს. მთავრობამ აქცენტი გააკეთა დაღუპულ, მშვიდობიან მოსახლეობაზე და მიუსამძმრა ორივე მხარეს. პარალელურად, მოაყოლა ამბად, რომ ამ საომარ მოქმედებებს შეეწირა სულიერი ლიდერი. გამგები გაიგებს."- განაცხადა იოსებ ჩახვაშილმა რადიო "სივრცეში."
0
0