
"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი "მშვიდობიან რევოლუციაზე" საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ "არავის დაგეგმვა ქართველ ხალხს არ სჭირდება".
"ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივვი გეგმა - ეს არავის მიერ შემუშავებული არ არის. ეს გეგმა არის ქართველი ხალხის გეგმა, მათ შორის, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ 4 ოქტომბერს ამ ქვეყანაში დიახაც, უნდა მოხდეს მშვიდობიანი რევოლუცია, ამის გარდა ალტერნატივა არ არსებობს. საარჩევნო უბნებზე არ წყდება ქვეყნის ბედი, რადგან საარჩევნო უბნები ფიზიკურად აღარ არსებობს. ამიტომ, საპროტესტო გამოსვლების ალტერნატივა არ არსებობს და არავის დაგეგმვა ქართველ ხალხს არ სჭირდება", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.
პარტია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე არ უარყოფს, რომ IRI-ის საქართველოს პროგრამების დირექტორს, ჯონ დიპიროს იცნობს, თუმცა აცხადებს, რომ ამ გეგმის შესახებ არაფერი იცის და არც დიპროსთან ჰქონია შეხება დიდი ხნის განმავლობაში.
"რა თქმა უნდა, იქნება სამართლიანი პროტესტი, რადგან ეს ქართველი ხალხის მონაპოვარია. ბუნებრივია, ხალხი ამაზე მთავრობას პასუხს მოსთხოვს. მას ვიცნობ, ოღონდ ძალიან დიდი ხანია მე პირადად არ მქონია შეხება, წელიწადზე მეტია. რაც შეეხება ამ გეგმას - არც ამაზე ვიცი არაფერი. მე ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ, კარგად იცით, რომ ჩვენ პირველივე დღიდან იმაზე ვსაუბრობთ, რომ არჩევნებზე მივდივართ", - აცხადებს შარაშიძე.
0
0
აჭარაში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
21/08/2025