
როგორც უკრაინის პარლამენტის წევრმა, ოლექსი ჰონჩარენკომ, BBC-ს განუცხადა, მისი ვარაუდით, რუსეთი იმ ტერიტორიებს დაბომბავს, სადაც მისი სახმელეთო სამხედრო ძალები პროგრესს ვერ აღწევენ.
„აშკარაა, რომ ოდესა ამ ომის სტრატეგიული მიზანია, მაგრამ რუსული სახმელეთო ძალების არმია იქ წინსვლას ვერ ახერხებს, ჩვენი არმია კი - ადგილზე კონტროლს ინარჩუნებს, ამიტომ [პუტინმა] ყველგან - ყველა ზონის, საცხოვრებელი ადგილების ჩათვლით, დაბომბვა დაიწყო. კიევსა და ოდესაში ასობით კორესპონდენტი იმყოფება, რომლებიც საცხოვრებელ ადგილებზე (რომლებიც არ წარმოადგენს სამხედრო დანიშნულების ობიექტების ტერიტორიას) თავდასხმების მოწმენი არიან," - თქვა ჰონჩარენკომ.
ჰონჩარენკოს განცხადებით, რუსეთის საზღვაო ძალებმა ოდესა ზღვიდან დაბომბეს.
"ისინი გეგმავენ სახმელეთო ოპერაციას ოდესის მიმართულებით, ჩვენ ვხედავთ მათ გემებს, რომლებიც სავსეა საზღვაო ქვეითი ჯარით. ვფიქრობ, ისინი ოდესაზე თავდასხმას რამდენიმე მიმართულებიდან აპირებენ. თუმცა, რუსული ძალები "მძიმე ზარალს" განიცდიან, თუ ისინი იქ სახმელეთო შეჭრას შეეცდებიან. ეს მათთვის თვითმკვლელობა იქნება - ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ," - თქვა ჰონჩარენკომ.
0
0