13/11/2023
19:18
ეკონომიკა
საპენსიო სააგენტო ტრადიციულად აქვეყნებს თვის საინვესტიციო ანგარიშს და გასული თვის სტატისტიკურ მონაცემებს.
„აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 3 იანვრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, პორტფელების განაწილების პროცესი ამოქმედდება.
3 იანვრიდან ყველა ის პირი, ვისაც 2023 წლის 6 აგვისტოდან 2023 წლის 6 სექტემბრამდე არ მიუღია გადაწყვეტილება, კვლავ დაბრუნდება კონსერვატიულ (ნაკლებად რისკიან) პორტფელში. აღნიშნული ცვლილების შემდეგ, სქემის ყველა მონაწილეს ექნება საინვესტიციო პორტფელის ყოველ 12 თვეში ერთხელ შეცვლის უფლება.
რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, 2023 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 4.027 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 708 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 457 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 6,139 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 17,515,264.33 ლარს შეადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0