უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ დაბადებიდან 91-ე წელს, - ამის შესახებ აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ მილოცვის ტექსტში.
„მისი უწმინდესობა თავისი ცხოვრებითა და ღვაწლით ჭეშმარიტი მაგალითია ქრისტეს რწმენის ერთგულებისა, თავმდაბლობისა, სიყვარულისა, სიკეთისა, მადლიერებისა, მოთმინებისა, შენდობისა და მოყვასზე ზრუნვისა.
ვმადლობთ ღმერთს, რომ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის მნიშვნელოვან ჟამს ასეთი გამორჩეული, მადლმოსილი და ძლიერი მწყემსმთავარი გვარგუნა.
ინებოს უფალმა, რომ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას კიდევ დიდხანს ეწინამძღვროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ქრისტეს ჭეშმარიტებისა და ქართველი ერის სულიერად განმტკიცებისკენ სავალ გზაზე“, - აღნიშნულია მილოცვის ტექსტში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 91 წელი შეუსრულდა.
0
0