
კულტურის სამინისტროს მიერ, 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს, ხოლო კულტურის სამინისტრო მიმდინარე სამუშაოებს ფინანსურად უზრუნველყოფს.
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, რომელიც გახლავთ, საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, განმარტა, რომ შეთავაზება მინისტრ თეა წულუკიანისგან მიიღეს და გელათის რეაბილიტაციის სამუშაოებს საპატრიარქომ უხელმძღვანელოს.
“დღეს, ქალბატონი თეა წულუკიანისაგან იქნა შემოთავაზება - წინადადება, შეთავაზებული საპატრიარქოს, რომ გელათის რეაბილიტაციის სამუშაოებს საპატრიარქო გააგრძელებს, რომელსაც გადაეცემა ყველანაირი რესურსი: ფინანსური ბიუჯეტი, ხარაჩო, რომელიც აუცილებელია, ინტერიერში თუ ექსტერიერში სამუშაოების გასაგრძელებლად. აუცილებელი პირობით, რომ ის ჯგუფი, რომელიც იუნესკოსაგან არის გამოგზავნილი, იქნება ამ სამუშაოების წამმართველი. თუ, რა თქმა უნდა, ერთობლივი შეხვედრებისას გამოიკვეთება ჯგუფის ჩანაცვლების აუცილებლობა, ეს შემდეგი დროის საკითხია, გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ. ამ ეტაპზე, სამუშაოების წარმოება, პასუხისმგებლობა თითოეული მიმართულების, ყველანაირი შესაძლებლობა, ფინანსური თუ ადამიანური, გადაეცემა საპატრიარქოს და სამინისტრო იქნება ასევე, ჩართული ამ პროცესში, როგორც ადგილზე მონიტორინგის შემოწმების კუთხით, ასევე იქ სამონასტრო კომპლექსზე ზრუნვის კუთხით”,- განაცხადა მეუფემ.
0
0