24/08/2024
10:44
სპორტი
,,თბილისში, მიმდინარე ქალთა მსოფლიო გრან პრის მერვე ტურის ლიდერთა შეხვედრაში, საპატიო პირველი სვლა ცოტნე ივანიშვილმა გააკეთა.”, – წერს ჭადრაკის ფედერაცია და ფაქტის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია მსოფლიო საჭადრაკო ორგანიზაციასთან პარტნიორობით, 14-24 აგვისტოს თბილისში გრან-პრის 2024-2025 წლის გათამაშებას ჭადრაკში ქალთა შორის ატარებს.
ქალთა გრან პრის პირველი ეტაპის გახსნის საზეიმო ცერემონია სასტუმრო ‘ბილტმორში’ გაიმართა.
გრან-პრის გათამაშება ჭადრაკში ქალთა შორის — ეს არის ტურნირების სერია მსოფლიოს 20 უძლიერეს მოჭადრაკე ქალთა შორის და ქალთა ჭადრაკში ყველაზე მნიშვნელოვან ასპარეზობად ითვლება.
გრან-პრის სერია ორი წელი გრძელდება და მის ფარგლებში ექვსი ტურნირი ტარდება თითოეულში 10 მოჭადრაკის მონაწილეობით. სერიის ყველა მონაწილე ვალდებულია 3 მათგანში მიიღოს მონაწილეობა, მონაწილეებს ქულები ეწერებათ დაკავებული ადგილების მიხედვით.
დაგროვილ ქულათა საერთო ჯამით ორი საუკეთესო მოჭადრაკე მოიპოვებს მონაწილეობის უფლებას 2026 წელს დაგეგმილ ფიდეს კანდიდატთა ტურნირში ქალთა შორის,სადაც გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონთან თამაშის უფლებას მოიპოვებს.
0
0