27/01/2022
14:38
პოლიტიკა
• ვემხრობით საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, მათ შორის საზღვრების ურღვეობის, ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებს. ასევე, სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას გაწევრიანდეს ნებისმიერ საერთაშორისო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თუ სამხედრო ორგანიზაციაში.
• მომხრეები ვართ საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებისა და დამკვიდრების;
• ამიტომ, მოვუწოდებთ კონფლიქტში პირდაპირ თუ ირიბად ჩართულ მხარეებს თავშეკავებისკენ;
• მიგვაჩნია, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი, რაც „მინსკის ხელშეკრულებით“ და „ნორმანდიული ფორმატის“ გადაწყვეტილებების შესრულებით იქნება შესაძლებელი;
• ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გამოიყენოს ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტი და მაქსიმალურად ჩაერთოს უკრაინაში სამხედრო ესკალაციის მშვიდობიანად განმუხტვის საქმეში.
0
0