საპარლამენტო ოპოზიციის ძირითადი ნაწილი არც რიგგარეშე სხდომებში მიიღებს მონაწილეობას. პოლიტიკური შეხედულებების გამო ბოიკოტის გამოცხადების თაობაზე პარლამენტის ბიუროს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის, პოლიტიკური ჯგუფების: - “ლელოს“, “საქართველოსთვის“, “მოქალაქეების“, “ევროოპტიმისტების, “თავისუფლების“, ასევე, პარლამენტის უფრაქციო დეპუტატების წერილობითი განცხადებები წარედგინა.
18 ივლისს, 12:00 საათიდან პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიხსნება. რიგგარეშე სესია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე მოიწვია.
18 ივლისს, პარლამენტი ახალ გენერალურ პროკურორს აირჩევს. 19 ივლისს კი, პირველი მოსმენით, “ამნისტიის შესახებ“ პროექტს განიხილავენ და მიიღებენ.
რიგგარეშე სხდომების დღის წესრიგით გათვალისწინებულია სხვა კანონპროექტების განხილვა.
0
0