01/11/2024
09:25
პოლიტიკა
საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივების განხილვა ხმაურითა და დაირისპირების ონზე მიმდინარეობს.
კახეთის საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრები განიხილეს. თელავში, მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიაში, განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა. არ დაკმაყოფილდა არცერთი საჩივარი, რასაც ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
საოლქო კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ წარდგენილი საჩივრები უსაფუძვლო იყო.
ზუგდიდში, 67-ე ოლქში კი, საჩივრების განხილვა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სხდომის მიმდინარეობისას, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ოთახიდან გააძევა, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლის მისამართით შენიშვნები უძღოდა წინ.
ოპოზიცია შეტანილი საჩივრებით, სხვადასხვა დარღვევის გამო, ყველა უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვდა, რამდენიმე არასამთავრო ორგანიზაცია კი - ცალკეული უბნების.
საოლქო საარჩევნო კომისიამ, ხმათა უმრავლესობით, გადაწყვიტა, რომ საჩივრები არ უნდა დაეკმაყოფილებინა.
ოზურგეთის მე-60 საოლქო-საარჩევნო კომისიაში კი, კენჭისყრის მეორე დღეს შესული საჩივრების განხილვა მცირე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
საოლქო კომისიამ 10 საჩივარი განიხილა. ოლქის თავმჯდომარის განმარტებით, საჩივრები, ძირითადად, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებულ პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა და კომისიამ არცერთი მათგანი არ დააკმაყოფილა.
რაც შეეხება გორს, იქ ოპოზიციის წარმომადგენლებმა საჩივრები დაწერეს, თუმცა განხილვას არ დაესწრნენ და კითხვებსაც გაექცნენ.
„მომავლის აკადემიამ“ დამკვირვებლების შესაძლო ზემოქმედებასთან დაკავშირებული საჩივრები საოლქო კომისიაში ვადების დარღვევით შეიტანა და არც მტკიცებულებები წარუდგენიათ. საოლქო კომისიის განმარტებით, ამ საკითხზე არჩევნების დღეს არცერთი საჩივარი არ შესულა. რაც შეეხება ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებულ, საიას საჩივარს და გორის 68-ე უბნის ბათილად ცნობის მოთხოვნას, გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ ის უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა.
„საჩივრების ნაწილი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილი სრულად, ხოლო ნაწილი საერთოდ არ დაკმაყოფილდა, გამმდინარე იქიდან, რომ პროცედურის დარღვევით იყო შემოტანილი. იმ საუბნო საარჩევნო კომისიაზე, რომელზეც 5 დღის შემდეგ გვეუბნებიან, რომ დამკვირვებლის დაშინება ხდებოდა, არცერთი საჩივარი კენჭისყრის დღეს შესული არ არის“, - განაცხადა გორის 32-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან ისაკაძემ.
0
0