.
ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს გორის მუნიციპალიტეტს მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ნანა ტერმაკოზაშვილთან ერთად მიულოცა.
„დღეიდან სოფელ ქერეს ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა მოემსახურება. დღევანდელ დღეს ვულოცავ მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვეფერები პირველკლასელებს.
განათლების მიღების პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას. ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი როგორც განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ისე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა.
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა მოსწავლეს ვუსურვებ წარმატებულ, საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო წელს!" - აღნიშნა თამაზ შიოშვილმა.
ქერეს სკოლის შენობა, რომელიც 90 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. პროექტის მიხედვით, მოეწყო სკოლის ეზოც და სპორტული მოედანიც. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
0
0