
“საოცარი თანხვედრაა საქართველოსთან მიმართებით უკრაინის მთავარ „პროპაგანდონ” სავიკ შუსტერსა და რუსეთის მთავარ „პროპაგანდონშა“ მარგარიტა სიმონიანს შორის”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„საოცარი თანხვედრაა საქართველოსთან მიმართებით უკრაინის მთავარ „პროპაგანდონ“ სავიკ შუსტერსა და რუსეთის მთავარ „პროპაგანდონშა“ მარგარიტა სიმონიანს შორის. ერთი დღის ინტერვალით – შუსტერი იძახის, რომ ნაცების გამარჯვება თბილისში იმიტომ გვჭირდება, რომ ოცნება ვერა და ვერ დავიყოლიეთ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში შესვლაზე, ხოლო სააკაშვილის გამარჯვების შემთხვევაში, ეს კონფლიქტი გარდაუვალი იქნება.
სიმონიანი კი ბრძანებს, რომ ნაცების გამარჯვების შემთხვევაში, საფრთხეს ხედავს სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით და ყოველგვარი ფართომასშტაბიანი ომის გარეშე, თბილისი და საქართველო უბრალოდ დაიბომბება, ვინაიდან არანაირი „ძმური“ დამოკიდებულება ქართველებთან მათ არ ამოძრავებთ და თბილისს, თუნდაც „კიევო-პეჩორას ლავრაც“ კი არ გააჩნია, რომ ეს ქვეყანა და ეს ხალხი დაინდონ.
ამ სამი ვერაგი მოცემულობის (ნაცების, კიევისა და მოსკოვის) გარემოცვაში, რომლებსაც ჩვენთან დაკავშირებით ერთი და იგივე მიზნები ამოძრავებთ, ხელისუფლების ძალისხმევას არ ავყვეთ პროვოკაციებს, თავიდან ავიცილოთ ვითარების რადიკალიზაცია – ალტერნატივა არ გააჩნია“, – წერს დავით ქართველიშვილი.
ცნობისთვის, უკრაინელი პოლიტიკური მიმომხილველი შუსტერი ამბობს, რომ სააკაშვილის პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს მეორე ფრონტს გახსნა შეუძლია, რადგან 2008 წელს ქართული ჯარი ცუდად შეიარაღებული არ იყო, თუმცა წინააღმდეგობის გაწევა აგრესორისთვის ვერ მოახერხა. “იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პარტია გაიმარჯვებს, საქართველო რუსეთთან კონფლიქტში შევა”, აცხადებს შუსტერი.
0
0