28/10/2021
10:22
მსოფლიო
სანტა-ფეს ოლქის შერიფის ოფისის განცხადებით, წინასწარი დასკვნების თანახმად, ფილმის „Rust“-ის გადასაღებ მოედანზე მსახიობ ალეკ ბოლდუინს იტალიური წარმოების 45-კალიბრიანი Pietta Long Colt-ის ტიპის რევოლვერი სათანადო შემოწმების გარეშე გადაეცა.
შერიფ მენდოზას თქმით, იარაღის შემოწმებაზე პასუხისმგებელი ორი ადამიანი იყო: მესაჭურვლე ჰანა გუტიერესი, რომელმაც გამომძიებლებს განუცხადა, რომ იარაღი გასროლამდე ნამდვილად შეამოწმა, და რეჟისორის ასისტენტი, დეივ ჰოლსი, რომელმაც იარაღი ბოლდუინს გადასცა და უთხრა, რომ ის უსაფრთხო იყო.
„ცეცხლსასროლი იარაღი დაცული იყო სეიფში, რომელზეც მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა წვდომა და იცოდა მისი გახსნის კომბინაცია,“ - თქვა გუტიერესმა.
სანტა-ფეს ოლქის შერიფმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ გადასაღებ მოედანზე უსაფრთხოების მიმართ ზერელე დამოკიდებულებას ჰქონდა ადგილი.
კითხვაზე, წაუყენებენ თუ არა ალეკ ბოლდუინს სისხლისსამართლებრივ ბრალდებას, ოლქის პროკურორმა მერი კარმაკ-ალთვისმა განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია კომენტარის გაკეთება.
„არ გავაკეთებ კომენტარს ჰიპოთეტურ სცენარებზე. დაგვჭირდება კიდევ ბევრი დადასტურებული ფაქტი, სანამ არ გამოიკვეთება კრიმინალური დაუდევრობის სტანდარტი,“ - თქვა კარმაკ-ალთვისმა.
63 წლის კინოვარსკვლავი, ალეკ ბოლდუინი, ვესტერნის ჟანრის ფილმ „Rust“-ის თანაპროდიუსერია. ფილმის გადაღება Bonanza Creek Ranch-ზე მიმდინარეობდა, ახლა კი ის შეჩერებულია.
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025