16/06/2023
12:13
მსოფლიო
სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეები მობილური ინტერნეტით სარგებლობას 16 ივნისს პლენარულ სხდომაზე ვერ შეძლებენ, რომელზეც ვლადიმერ პუტინი ისაუბრებს.
ღონისძიების დროს კომუნიკაციები შეფერხდება, რათა თავიდან იქნას აცილებული დრონების შესაძლო თავდასხმები. ამის შესახებ ჟურნალისტი ფარიდა რუსტამოვა ერთ-ერთი სატელეკომუნიკაციო ოპერატორის თანამშრომლის, ასევე ფორუმის მონაწილეზე მითითებით წერს, რომელმაც ეს ინფორმაცია ორგანიზატორებისგან შეიტყო.
ციფრული განვითარების სამინისტროს ბრძანებით, ინტერნეტი ადგილობრივად გაითიშება - მხოლოდ ექსპოფორუმის საკონვენციო და საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე, სადაც ფორუმი იმართება.
ფორუმის ორგანიზატორი როსკონგრესის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ტექნიკური სამუშაოების გამო შესაძლებელია მობილური ინტერნეტის შეფერხებები.
„რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომებიც და ციფრული უსაფრთხოების ზომებიც საკმაოდ გაძლიერებულია, შეიძლება ითქვას უპრეცედენტო, ეს ნორმალური პრაქტიკაა. მტერი არ ტოვებს ზიანის მიყენების მცდელობებს, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია ამ კუთხით შეკრება, მობილიზება და ყველა სიფრთხილის დაცვა“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
0
0