
„დიპლომატია ომების დროსაც კი არ ჩერდება. გზების მოჭრა და ხიდების დაწვა დიპლომატიისთვის დამახასიათებელი არ არის. დიპლომატიისთვის დამახასიათებელია საუბარი, მოლაპარაკება. თუ კი რამე საკითხში ვერ ერკვევი შეგიძლია იმ მხარეს, რომელსაც შენ გინდა პასუხი მოსთხოვო, დაუკავშირდე, შეეკითხო, მიიღო მისგან პასუხი და ა.შ., - განაცხადა დიპლომატმა კოტე ჟღენტმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“, ესტონეთის და ლიეტუვას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას ეხება.
მისი თქმით, ბალტიელების ქცევა ბოლო პერიოდში გასცდა დიპლომატიურ ჩარჩოებს, რომ აღარაფერი ვთქვათ მეგობრობაზე.
„ბალტიელების ქცევა ამ ბოლო პერიოდში ჩვენს მიმართ გარკვეულ კითხვებს ბადებს. როდესაც გიხსნიან რაღაცას, თუ გინდა, რომ გაიგო უნდა შეეცადო, რომ გაიგო არგუმენტები, რომლითაც გესაუბრებიან ან შენი საკითხი დააყენო და საკუთარი არგუმენტები წარმოადგინო და დიპლომატიურად მოაგვარო ეს ყველაფერი და არა იმ გადაწყვეტილებით, რომ სანქციები დაუწესო ხელმძღვანელ პირებს სხვა სახელმწიფოსი. ეს დიპლომატიურ ჩარჩოებში ნამდვილად არ ჯდება, მეგობრობას რომ თავი დავანებოთ“, - განაცხადა კოტე ჟღენტმა.
0
0
აშშ 75 ქვეყნისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს
14/01/2026