
პარტია "გირჩის" ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი დარწმუნებულია, რომ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრების შედეგი იქნება ხალხის დაღუპვა.
როგორც რაქვიაშვილმა "რადიო სივრცეში" განაცხადა, მარიხუანას მოხმარების ლიბერალიზაციამ თავის დროზე გამოიწვია ის, რომ 2021 წლის კვლევით, მაგალითად "ბიო-ს" მოხმარება 30-ჯერ იყო შემცირებული. კანონმდებლობის ისევ გამკაცრებით კი, რაქვიაშვილის აზრით, ისევ გაიზრდება მომაკვდინებელი ნარკოტიკების მოხმარების სტატისტიკა და შესაბამისად ნარკოტიკებით დაღუპული ადამიანების რიცხვიც.
მისი თქმით, ყველაზე დიდი ზიანი მსოფლიოში მოაქვს ალკოჰოლს, თუმცა ვენახის გაშენებს გამო არავის იჭერენ.
სანდრო რაქვიაშვილს იმედი აქვს, რომ იმ ადამიანების აქტიურობით, ვისაც ესმის რომ ადამიანების დახოცვა არ შეიძლება და რომ ბუჩქის გამო მოქალაქე ციხეში არ უნდა იჯდეს, ხელისუფლებას ამ პოლიტიკის შეცვლა ისევ მოუწევს.
0
0