
"სანდრა რულოვსი მიუხედავად ყველაფრისა, არ მინდა დავაკონკრეტო რაზე ვლაპარაკობ, არის ნამდვილად ჭეშმარიტი ჰოლანდიელი ქართველი. არაჩვეულებრივად ჰუმანური პიროვნება, არაჩვეულებრივად მოსიყვარულე თავისი ოჯახის, თავისი ქმრის, კარგი დედა და მე გამიკვირდებოდა, რომ სანდრა არ გამოჩენილიყო ბოლო ბოლო. მე ვთვლი, რომ სანდრასნაირი პირველი ლედი, საქართველოს არ ჰყოლია"- განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა.
ცნობისათვის, სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში, ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ ბრიფინგს, მიხეილ სააკაშვილის შვილთან, ედუარდ სააკაშვილთან ერთად, სანდრა რულოვსი და გიული ალასანიაც ესწრებოდნენ. ედუარდ სააკაშვილმა ევროდეპუტატებს დახმარებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ "არ უნდა მივცეთ მამაჩემს საშუალება ციხეში გარდაიცვალოს".
0
0