15/03/2022
14:40
პოლიტიკა
,,გუშინდელი გამოსვლის შემდეგ, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და გადაწყვიტა საკონსტიტუციო სასამართლოში შეეტანა სარჩელი. განცხადება, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა, და როდესაც იყო ლაპარაკი მის ვიზიტებზე დასავლეთში, ეს იყო კერძო ვიზიტები და არ იყო ოფიციალური ვიზიტები. მან ამას ხაზი გაუსვა. რამდენადაც გავიგე, იქ კიდევ სხვა ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით ედავებიან. ხელისუფლების მხრიდან იყო რეაქცია, მთავრობას აქვს სარჩელის შეტანის უფლება.რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, ან საერთოდ მიიღებს თუ არა სარჩელს, ესეც საკითხავია. ამის შემდეგ, თუ პრეზიდენტის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონსტიტუციის დარღვევას, ალბათ დაიწყება იმპიჩმენტის პროცედურა. ჩემი აზრით, ხელისუფლების გადაწყვეტილებას ვიზიტთან დაკავშირებით საფუძველი არ აქვს, ხელისუფლებას რაღაც უნდა გაეკეთებინა და ყველაზე უკეთესი მოიფიქრა ის, რომ საკონსტუტიციო სასამართლოში დაიწყო დავა. სანამ საკონსტუტიციო სასამართლო მიიღებს სარჩელს და სანამ განიხილავს, დრო გაივლის და არ მგონია, ამას რაიმე სერიოზული შედეგი მოყვეს.'' - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
0
0